პარიზული მოხსენებები

ახალი

ავტორი: ედმუნდ ჰუსერლი

პარიზული მოხსენებები

ჰუსერლის “პარიზული მოხსენებები” (1929) მოკლე მონახაზია მისი ფილოსოფიური მოძღვრებისა, რომელსაც “ფენომენოლოგია” ეწოდება და რომელიც მან ცოტა ხნის შემდეგ უფრო სრულად გაშალა თავის ძირითად ნაშრომში “კარტეზიანული მედიტაციები” (1929). “ფენომენოლოგია” მის ფილოსოფიას ჰქვია იმიტომ, რომ იგი ორიენტირებულია ადამიანის შემეცნებითი ცხოვრების ფენომენების (ანუ მოვლენების) მკაცრსა და სისტემურ მეცნიერულ ანალიზზე იმისგან დამოუკიდებლად (ანუ იმის გამოთიშვით განხილვის სფეროდან), თუ როგორ წყდება, ან წყდება თუ ვერ წყდება სულაც, ამ მოვლენათა და მათ მატარებელ სუბიექტთა, ისევე როგორც მათ ობიექტთა, ონტურ რაობასთან დაკავშირებვული საკითხები - ე.წ. მეტაფიზიკური საკითხები. თავის ამ ორიენტაციაში ჰუსერლს ორი მთავარი წყარო და საყრდენი აქვს. ერთია დეკარტის რადიკალურ რეფორმაზე (შემეცნების საწყისის ძებნაზე) მიმართული ფილოსოფია, მეორეა კანტის ტრანსცენდენტალური ფილოსოფია. 

 

მთარგმნელი: ნოდარ ნათაძე

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!